პოლიტიკური იდეოლოგიები საქართველოში

28 ივნისი 2021

დასავლეთისგან განსხვავებით, საქართველოში პოლიტიკური იდეოლოგიების როლი პოლიტიკაში მცირეა. ამის მიუხედავად, შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში იდეოლოგიების მნიშვნელობა პოლიტიკაში იზრდება. ამ ვორკშოპის ფარგლებში, ვისაუბრებთ საქართველოში არსებულ პოლიტიკურ იდეოლოგიებზე და იმაზე, თუ როგორ ხდება მათი არტიკულირება მეინსტრიმულ და არამეინსტრიმულ (მაგალითად, აქტივისტურ) პოლიტიკურ სივრცეში. 

 

ვორკშოპში მონაწილეობის მისაღებად 300-500 სიტყვიანი აბსტრაქტები (ავტორის შესახებ ინფორმაციით) გამოგზავნეთ შემდეგ მისამართზე: gtskhadaia@cu.edu.ge. აბსტრაქტების მიღების ბოლო ვადა:  5 ივნისი

მიღებული აბსტრაქტების საფუძველზე არჩეული მონაწილეები თავიანთ პრეზენტაციებს წარადგენენ ზუმის მეშვეობით გამართულ ვორკშოპზე 3 ივლისს.  ვორკშოპის მონაწილეებს 3 ივლისს ევალებათ მინიმუმ 6 გვერდიანი (12-იანი ფონტი, სტრიქონებს შორის 1-იანი დაშორებით) ნაშრომების წარმოდგენა.

ძირითადი კითხვები, რომლებსაც ნაშრომები შეიძლება ეხებოდეს:

 

  • რა არის საქართველოში არსებული პოლიტიკური იდეოლოგიის მთავარი მახასიათებლები?  (შეიძლება ნაშრომის თემა შეეხებოდეს ცალკეულ იდეოლოგიას)
  • რა როლი აქვთ პოლიტიკურ იდეოლოგიებს საქართველოში? არსებობს თუ არა იდეოლოგიური დაყოფები ქართულ პარტიებში?
  • აქვთ თუ არა იდეოლოგიები ქართულ სოციალურ მოძრაობებს (ქალთა მოძრაობა, ახალგაზრდული მოძრაობები და ა.შ.) და რა არის მათი მთავარი მახასიათებლები?
  • როგორ ესმით საქართველოში „მემარცხენე“/„მემარჯვენე“ დაყოფა?
  • რა არის მთავარი საკითხები, რაზეც საქართველოში იდეოლოგიურ პოზიციებს გამოთქვამენ? 
  • რამდენად ჰგავს ქართული პოლიტიკური იდეოლოგიები დასავლურს?
  • ვინ არიან „პოლიტიკის იდეოლოგები“? რა როლი აქვთ მათ ქართულ პოლიტიკაში და განსაკუთრებით, ცალკეული პოლიტიკური პარტიების ცხოვრებაში?
  • რა იყო მთავარი პოლიტიკური იდეოლოგიები საქართველოში განვითარების სხვადასხვა ეტაპზე: 1990-იან წლებში, 2000-იან წლებში, 2010-იან წლებში?

 

აბსტრაქტი, ასევე, შეიძლება ეხებოდეს ნებისმიერ სხვა თემას, რომელიც კავშირშია საქართველოში პოლიტიკურ იდეოლოგიებთან.

 

დამატებითი კითხვებისთვის მოგვმართეთ შემდეგ მისამართზე: gtskhadaia@cu.edu.ge