გაიარე რეგისტრაცია საერთაშორისო გაცვლითი პროგრამისთვის, 2026 გაზაფხულის სემესტრი

16 ოქტომბერი 2025

გაცნობებთ, რომ გაიხსნა ონლაინ რეგისტრაცია საერთაშორისო გაცვლით პროგრამაში (Bilateral Exchange) მონაწილეობის მიღების მსურველ სტუდენტთათვის. პროგრამის შესახებ დამატებითი ინფორმაცია და დეტალები შეგიძლიათ იხილოთ მოცემულ ბმულზე.

 

რეგისტრაციის გასავლელად, გთხოვთ ეწვიოთ MY CU - სტუდენტის პლათფორმას. პროგრამაში შესვლის შემდგომ, განაცხადის გასაკეთებლად, გთხოვთ აირჩიოთ მენიუ "გაცვლითი პროგრამები". 

 

განაცხადის შევსებისას, სტუდენტს წვდომა აქვს მხოლოდ იმ პარტნიორი უნივერსიტეტების ჩამონათვალზე, რომლებთანაც სკოლას (ფაკულტეტს)  აქვს გაფორმებული თანამშრომლობის ხელშეკრულება და შესაძლებელია მობილობის დაგეგმვა კონკრეტულად 2026 გაზაფხულის სემესტრისთვის.

 

განაცხადი გააკეთეთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გსურთ პარტნიორ უნივერსიტეტში გამგზავრება 2026 წლის გაზაფხულის სემესტრისთვის.

 

განაცხადის შევსებისას გთხოვთ მიუთითეთ 2025-2026 აკადემიური წელი, სემესტრში კი მონიშნოთ აუცილებლად Spring. გთხოვთ, სრულად შეავსოთ განაცხადის ფორმა, არასრულად შევსებული განაცხადი არ განიხილება.

 

კონკურსში მონაწილეობისათვის აუცილებელია ინგლისური ენის საერთაშორისო სერტიფიკატი (IELTS - 6.0 \ TOEFL - 78) და მინიმალლური კუმულლაციური GPA 3.0.

 

კანდიდატებმა განაცხადი უნდა წარმოადგინონ ელექტრონული ფორმით 2025 წლის 30 ოქტომბრის ჩათვლით. 

 

გაცვლით პროგრამაში მონაწილეობა შესაძლებელია:

 

-  საბაკალავრო საფეხურის მეორე კურსის პირველი სემესტრიდან - დამამთავრებელი კურსის პირველი სემესტრის ჩათვლით ნებისმიერ პერიოდში; 

- მაგისტრატურის საფეხურის მეორე კურსის ნებისმიერი სემესტრიდან/ტრიმესტრიდან სკოლის თანხმობის საფუძველზე; 

- დოქტორანტურის საფეხურის ნებისმიერი ეტაპზე.