სტარტაპ ინკუბატორის VIII ონლაინ ლექცია

11 იანვარი

15  დეკემბერს, სტარტაპ ინკუბატორის პროგრამის ფარგლებში გაიმართა მერვე ონლაინ ლექცია, რომელსაც უძღვებოდა გიორგი ვოლსკი.

 

ლექციის თემა იყო: „Fundraising და ზრდის სტრატეგია“. სესიის მიზანს წარმოადგენდა მონაწილეებისთვის ინვესტიციების მოზიდვის პროცესის, ეფექტიანი Pitching-ის ძირითადი პრინციპების გაცნობა.

 

ლექციის განმავლობაში მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია ინვესტორების ტიპებზე და მათ მოლოდინებზე.. ტრენერმა დეტალურად განმარტა Pitching-ის არსი და მიზანი, ასევე განიხილა Elevator Pitch-ის მნიშვნელობა ინვესტორებთან პირველადი კომუნიკაციის პროცესში.

 

სესიის ფარგლებში განხილულ იქნა Pitching-ის ძირითადი კომპონენტები და სტარტაპ Pitch Deck-ის სტრუქტურა, განსაკუთრებული აქცენტით იმაზე, რისი მოსმენა სურს ინვესტორს სტარტაპის პრეზენტაციის დროს.