ევროკავშირის კიბერ უსაფრთხოების სააგენტოს - ENISA-ს მხარდაჭერით ოქტომბერი კიბერ უსაფრთხოების ცნობიერების ამაღლების თვეა.
კავკასიის უნივერსიტეტის კიბერუსაფრთხოების ცენტრი, სამეცნიერო კიბერ უსაფრთხოების ასოციაციასთან პარტნიორობით, როგორც ევროკავშირის დაფინანსებული პროექტის „SECURE“ განმახორციელებელი ორგანიზაცია ოქტომბერში მართავს თემატურ ღია ტრენინგების სერიას:
- 2 ოქტომბერი; 15:00 საათი - „საუბრები კიბერუსაფრთხოებაზე“
მომხსენებელი - კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორი, SCSA ს ვიცე პრეზიდენტი ვლადიმერ სვანაძე;
- 5 ოქტომბერი; 15:00 საათი - „პერსონალურ მონაცემთა დაცვა თანამედროვე კორპორატიულ გარემოში“
მომხსენებელი - პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი, კიბერუსაფრთხოების სპეციალისტი - ქეთევან გრძელიძე;
- 15 ოქტომბერი; 11:00 საათი - „Active Directory და უსაფრთხოება - დომენური ქსელების კომპრომენტაციის გზები“
მომხსენებელი - OffSec - ავტორიზირებული ინსტრუქტორი, SCSA - ტექნიკური დირექტორი, შეღწევადობის ტესტირების დეპარტამენტის ხელმძღვანელი - სერგო სიმონოვი;
- 24 ოქტომბერი; 15:00 საათი - „გამოყენებითი პოსტკვანტური კრიპტოგრაფია (კვანტურ ლაბორატორიასთან მუშაობა)“
მომხსენებელი - საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი; კიბერუსაფრთხოების ცენტრის დირექტორი, SCSA პრეზიდენტი, პროფესორი მაქსიმ იავიჩი;
- 30 ოქტომბერი; 15:00 საათი - „ცნობიერების ამაღლება: უსაფრთხოების ილუზია და ადამიანური ფაქტორი“
მომხსენებელი: კავკასიის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი - გიორგი ახალაია;
ტრენინგები ჩატარდება კავკასიის უნივერსიტეტის კვანტურ ლაბორატორიაში, A4.
რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს.
