გაიცანით სტარტაპ პრე-აქსელერაციის პროგრამა CUnicorn-ის მეშვიდე ნაკადის მენტორები

3 ნოემბერი 2026

გაიცანით კავკასიის უნივერსიტეტის ინოვაციების და მეწარმეობის ცენტრის სტარტაპ პრე-აქსელერაციის პროგრამა CUnicorn-ის მეშვიდე ნაკადის მენტორები!

 

კავკასიის უნივერსიტეტის ინოვაციების და მეწარმეობის ცენტრის სტარტაპ პრე-აქსელერაციის პროგრამა CUnicorn აერთიანებს ინოვაციურ და ტექნოლოგიებზე დაფუძნებულ სტარტაპ გუნდებს, რომლებიც მენტორთა მხარდაჭერით საკუთარ იდეებს რეალურ ბიზნესებად გარდაქმნიან.

 

მენტორები 10 კვირიანი პროგრამის ფარგლებში ჩართულები იქნებიან თემატურ სამუშაო სესიებში, რომლებიც მოიცავს სტარტაპის განვითარების ყველა მნიშვნელოვან ასპექტს: ტექნოლოგიებს, მარკეტინგს, ფინანსებს, პროდუქტის შექმნასა და ბიზნესის ზრდის სტრატეგიებს. 

 

პრე-აქსელერაციის პროგრამის მენტორებს შორის არიან:

 

  • ანგელოზი ინვესტორები;
  • კორპორატიული ლიდერები;
  • წარმატებული ანტრეპრენერები;
  • სტარტაპებისა და ინოვაციების მხარდაჭერის სფეროს ექსპერტები;
  • ციფრული ტრანსფორმაციისა და ტექნოლოგიების სპეციალისტები;
  • მარკეტინგისა და ბიზნესის განვითარების პროფესიონალები.

 

სტარტაპ პრე-აქსელერაციის პროგრამა CUnicorn  ხელს უწყობს ინოვაციური ტექნოლოგიური იდეების წახალისებას, სტარტაპების სწრაფ განვითარებას და საერთაშორისო პარტნიორობების გაძლიერებას, ქმნის პრაქტიკულად ორიენტირებულ გარემოს  სტუდენტებისთვის, კურსდამთავრებულებისთვის, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის.

 

პროგრამის კულმინაცია წარმოადგენს დემო დღეს, სადაც მონაწილეები წარადგენენ თავიანთ სტარტაპ იდეებს ჟიურის, ინვესტორებისა და სტარტაპ ეკოსისტემის წარმომადგენლების წინაშე.

 

ირაკლი სვანიძე

დირექტორი - ინოვაციების და მეწარმეობის ცენტრი, კავკასიის უნივერსიტეტი

 

ირაკლი სვანიძე კავკასიის უნივერსიტეტის ინოვაციებისა და მეწარმეობის ცენტრის დირექტორი და მოწვეული ლექტორია. მრავალწიანი გამოცდილება აქვს ინოვაციებისა და მეწარმეობის მიმართულებით, განსაკუთრებული ფოკუსით სტარტაპების განვითარებაზე, მენტორინგსა და სამეწარმეო ეკოსისტემის გაძლიერებაზე. მისი საქმიანობა მოიცავს სტარტაპ გუნდების მხარდაჭერას იდეის ფორმირებიდან ბიზნესმოდელის ვალიდაციამდე, ბაზარზე გასვლის სტრატეგიის შემუშავებასა და დაფინანსების შესაძლებლობების მოძიებამდე.

 

მარო კოშაძე

თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი - Amadeo

 

მარო კოშაძე Amadeo-ს თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორია. მას განათლებისა და ტრენინგების სფეროში 10 წელზე მეტი, ხოლო პროექტებისა და ცოდნის მართვის მიმართულებით 3-წლიანი გამოცდილება აქვს. მუშაობდა სტარტაპებთან და კორპორაციულ სექტორთან, მონაწილეობდა ციფრული ტრანსფორმაციისა და პროდუქტის განვითარების პროცესებში. ამასთანავე, არის საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) პროექტების მენტორი.

 

გიორგი კინწურაშვილი

ეკოსისტემის ინოვაციების ხელმძღვანელი - TBC ბანკი

 

გიორგი კინწურაშვილი TBC ბანკის ეკოსისტემის ინოვაციების ხელმძღვანელია. მას ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სფეროში 14-წლიანი გამოცდილება აქვს, მათ შორის ციფრული ბიზნესის განვითარებისა და პროდუქტის მართვის მიმართულებით. მისი პროფესიული საქმიანობა მოიცავს ციფრული საბანკო ეკოსისტემების, ღია ბანკინგისა და ფინტექ პროდუქტების განვითარებას. ამასთანავე, არის მენტორი და ტრენერი, რომელიც დამწყებ მეწარმეებს ბიზნესისა და პროდუქტის განვითარებაში ეხმარება.

 

ნინი მოსიაშვილი

თანადამფუძნებელი და საოპერაციო დირექტორი (COO) - Helio.AI

 

ნინი მოსიაშვილი Helio.AI-ის, ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული რეკრუტინგის პლატფორმის, თანადამფუძნებელი და საოპერაციო დირექტორია. მას მარკეტინგისა და კომუნიკაციების სფეროში 10-წლიანი გამოცდილება აქვს. კარიერის განმავლობაში ხელმძღვანელობდა შესაბამის მიმართულებებს ისეთ კომპანიებში, როგორებიცაა OPPA, Making Science Sweeft და Skillwill Academy. მისი გამოცდილება მოიცავს ციფრულ ტრანსფორმაციას, მარკეტინგულ სტრატეგიებსა და სტარტაპების განვითარებას.

 

სანდრო კანდელაკი

თანადამფუძნებელი - Student Hunt

 

სანდრო კანდელაკი Student Hunt-ის თანადამფუძნებელი და ტერაბანკის ციფრული ტრანსფორმაციის მიმართულების ხელმძღვანელია. მას ინოვაციებისა და სტარტაპების მხარდაჭერის სფეროში მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. მუშაობდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეულ ლექტორად და მონაწილეობდა სხვადასხვა პროგრამის, მათ შორის Zoomout-ის პრე-აქსელერაციის პროგრამის მართვაში. ასევე აქვს საერთაშორისო სემინარებზე სპიკერად გამოსვლისა და TEDx ღონისძიებებში მონაწილეობის გამოცდილება.

 

საბა არუდაშვილი

თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი - Klics და Asmos

 

საბა არუდაშვილი Klics-ისა და Asmos-ის თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორია. მას ტექნოლოგიური სტარტაპების შექმნის, ელექტრონული კომერციისა და ციფრული მარკეტინგის სფეროში მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. მისი პროფესიული საქმიანობა ტექნოლოგიური პროდუქტებისა და ბიზნესების განვითარებას უკავშირდება.

 

გიორგი მგელაძე

Development 360-ის დირექტორი - Maverik

 

გიორგი მგელაძე კრეატიული სააგენტო Maverik-ის Development 360-ის დირექტორია. მას მარკეტინგის, ციფრული კომუნიკაციებისა და ბიზნესის განვითარების სფეროში 8-წლიანი გამოცდილება აქვს. პროფესიული საქმიანობის განმავლობაში მუშაობდა მარკეტინგული სტრატეგიების შემუშავებაზემ განხორციელებასა და ორგანიზაციულ განვითარებაზე. ამასთანავე, კავკასიის უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორია ციფრული მარკეტინგისა და ელექტრონული კომერციის მიმართულებით.

 

ქეთევან ხუნწარია

ანტრეპრენერი, ანგელოზი ინვესტორი და საინვესტიციო საბჭოს წევრი - Axel

 

ქეთევან ხუნწარია Axel-ის საინვესტიციო საბჭოს წევრია და აქტიურად მონაწილეობს სტარტაპების შეფასებისა და საინვესტიციო გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. ტექნოლოგიური სტარტაპებისა და ინვესტიციების მიმართულებით საქმიანობასთან ერთად, მას საავტომობილო ინდუსტრიაში მუშაობის მნიშვნელოვანი გამოცდილება აქვს. პროფესიული კარიერის განმავლობაში თანამშრომლობდა ისეთ საერთაშორისო ბრენდებთან, როგორებიცაა Porsche, Chevrolet და Volkswagen.

 

ირო ცაგარეიშვილი

მმართველი დირექტორი - Axel

 

ირო ცაგარეიშვილს ქართულ სტარტაპ ეკოსისტემაში მუშაობის, პროექტების მართვისა და სტრატეგიული კომუნიკაციების 7 წელზე მეტი გამოცდილება აქვს. იგი Axel-ის, საქართველოს ანგელოზ ინვესტორთა ქსელის, მმართველი დირექტორია. მისი საქმიანობა მოიცავს ინვესტორებთან კომუნიკაციას, სტარტაპების მოძიებასა და შერჩევას და საინვესტიციო პროცესების მართვას. ასევე აქვს სტარტაპ ღონისძიებების ორგანიზების, ტრენინგებისა და მენტორინგის გამოცდილება.