ბიოგრაფია

გივი ამირანაშვილი არის კავკასიის უნივერსიტეტის სახელმწიფო მართვის სკოლის აფილირებული, ასოცირებული პროფესორი. იგი 2003 წლიდან  კითხულობს ლექციებს საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტებში, 2010 წლიდან ასწავლის კავკასიის უნივერსიტეტის სახელმწიფო მართვის სკოლაში.  მან სხვადასხვა დროს წაიკითხა საჯარო ლექციები ლაზარსკის უნივერსიტეტსა (2017) და კლაიპედას საერთაშორისო უნივერსიტეტში (2018). 2009-2011 წლებში, გივი ამირანაშვილი იყო  მიწვეული მკვლევარი ნიუ იორკის უნივერსიტეტში.

 

გივი ამირანაშვილს მიღებული აქვს პოლიტიკურ და სოციალურ მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი ლიეჟის უნივერსიტეტში, ბელგია (2023 წ.).

 

გივი ამირანაშვილს აქვს საჯარო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. იგი სხვადასხვა დროს მუშაობდა ევროკავშირის ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული (CBRN) რისკების შემცირების გამოცდილების გაზიარების ცენტრის  სამხრეთ-აღმოსავლეთ და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონული სამდივნოს უფროსად (2013-1018 წ.), ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატში (2006-2012 წ.), თანამდებობის პირთა ქონებრივი და საფინანსო მდგომარეობის საინფორმაციო ბიუროს სამართლებრივ საკითხთა დეპარტამენტის უფროსად (2001-2003 წ.), საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში (1999-2001 წ.), საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიასა (1998) და სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროში (1995 წ.).

 

2002 და 2003 წლებში მას მიღებული აქვს ამერიკის უნივერსიტეტის ტრანსნაციონალური დანაშაულისა და კორუფციის კვლევის ცენტრის (TRACCC, ქ. ვაშინგტონი) მცირე სამეცნიერო გრანტები.