ნინო იმედაშვილი არის კავკასიის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი. მან მოიპოვა ფილოსოფიის დოქტორის აკადემიური ხარისხი პოლიტიკის მეცნიერებებში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისგან. ჰუმანიტარული მეცნიერებების მაგისტრის ხარისხი სპეციალობით ამერიკანისტიკა და ფილოლოგიის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი სპეციალობით ანგლისტიკა ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტისგან. გავლილი აქვს სასერთიფიკატო კურსი საერთაშორისო ურთიერთობებსა და ეროვნულ უსაფრთხოებაში საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდში და 21-ე საუკუნის ამერიკის საგარეო პოლიტიკის კურსი დიუკის (Duke) უნივერსიტეტში.
ნინო იმედაშვილს მოპოვებული აქვს კავკასიის შვეიცარიული აკადემიური ქსელი (ASCN) კვლევითი გრანტი ევროკავშირის და რუსეთის საგარეო პოლიტიკის კვლევის შესახებ. ნინო იმედაშვილი ხელმძღვანელობდა USAID-ის მიერ დაფინანსებულ საჯარო პოლიტიკის კვლევისა და საქართველოს მთავრობის ევროკავშირთან კომუნიკაციის სტრატეგიის შეფასების პროექტებს. 2005-2014 წლებში მუშაობდა ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროში და საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატში.
მისი აკადემიური კვლევის სფეროა ევროკავშირის და რუსეთის საგრეო პოლიტიკა პოსტ-საბჭოთა სივრცეში, ნატო-რუსეთის გეოსტრატეგიული მეტოქეობა, საქართველოს საგარეო პოლიტიკა.
