ბიოგრაფია

გრიგოლ ჯულუხიძე კავკასიის უნივერსიტეტის სახელმწიფო მართვის სკოლის ასოცირებული პროფესორი და იაგელონის უნივერსიტეტის (პოლონეთი) მიწვეული ლექტორია.

 

მან  საერთაშორისო ურთიერთობების დოქტორის ხარისხი დაიცვა კავკასიის უნივერსიტეტის სახელმწიფო მართვის სკოლის საერთაშორისო ურთიერთობების სადოქტორო პროგრამის ფარგლებში, საჯარო დისკურსის მაგისტრის ხარისხი მოიპოვა სილეზიის უნივერსიტეტში (პოლონეთი) და პოლიტოლოგიის ბაკალავრის ხარისხი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში. გარდა ამისა, გაიარა სპეციალიზებული სასერტიფიკატო კურსები კონფლიქტოლოგიაში კალიფორნიის უნივერსიტეტში (ირვაინი) და საერთაშორისო ურთიერთობებში პაზმანი პეტერის კათოლიკურ უნივერსიტეტსა და რომა ტრეს უნივერსიტეტში.

 

მისი აკადემიური კვლევის ძირითადი სფეროებია უსაფრთხოების კვლევები, ჰიბრიდული ომი, პოლიტიკური პროპაგანდა და დეზინფორმაცია. 2017 წლიდან იგი აღნიშნული დისციპლინების მიმართულებით სასწავლო კურსებს უძღვება კავკასიის უნივერსიტეტში. მას ასევე წაკითხული აქვს ლექციები ჰარვარდის უნივერსიტეტის კენედის სახელმწიფო მართვის სკოლასა და სხვა უცხოურ საგანმანათლებლო დაწესებულებებში.

 

გრიგოლ ჯულუხიძეს მონაწილეობა აქვს მიღებული არაერთ საერთაშორისო კვლევით პროექტში, მათ შორის, ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდისა (International Visegrad Fund) და კოიმბრა ჯგუფის (Coimbra Group) მიერ დაფინანსებულ პროგრამებში. გამოყენებითი პოლიტიკის ანალიზის სფეროში იგი მუშაობდა სტრატეგიულ მრჩევლად Soluctory Advisory-ში, ხოლო მანამდე, იკავებდა გარე სტრატეგიული მრჩევლის პოზიციას McKinsey & Company-ში, სადაც მისი საქმიანობის მთავარ ფოკუსს აღმოსავლეთ ევროპაში არსებული ჰიბრიდული საფრთხეები და გეოპოლიტიკური რისკების შეფასება წარმოადგენდა.