სიახლეები

31
ივლ
CU-ის დელეგაციის საქმიანი ვიზიტი გერმანიაში, TH Wildau-ის უნივერსიტეტში

კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტი - კახა შენგელია და უნივერსიტეტის დელეგაცია საქმიანი ვიზიტით იმყოფებიან გერმანიაში, TH Wildau-ის უნივერსიტეტში. ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრა გაიმართა TH Wildau-ის ვიცე პრეზიდენტთან - შტეფან კუბიტცასთან.

28
ივლ
კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორი მაქსიმ იავიჩი საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ - კორესპონდენტად აირჩიეს
კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორი და კიბერუსაფრთხოების ცენტრის დირექტორი - მაქსიმ იავიჩი არჩეულ იქნა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ - კორესპონდენტად.
 
21
ივლ
პირველი ეროვნული AI ჰაკათონი CU-ში

19-20 ივლისს, კავკასიის უნივერსიტეტში საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაციის ორგანიზებითა და TBC Tech მხარდაჭერით საქართველოს პირველი ეროვნული AI ჰაკათონი ჩატარდა.

09
ივლ
კავკასიის უნივერსიტეტისა და კიბერუსაფრთხოების ასოციაციის პროექტი SPG-024 დასრულდა

6 ივლისს, წარმატებით დასრულდა კავკასიის უნივერსიტეტისა და სამეცნიერო კიბერ უსაფრთხოების ასოციაციის ერთობლივი, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის დაფინანსებული საგრანტო პროექტი SPG-024, რომლის ფარგლებშიც, სკოლის მოსწავლეებს ჩაუტარდათ კიბერუსაფრთხოების მიმართულების სხვადასხვა ტრენინგი.

07
ივლ
CST-ის ახალი საბაკალავრო პროგრამები უპირობოდ აკრედიტებულია

კავკასიის ტექნოლოგიების სკოლის ახალი საბაკალავრო პროგრამები უპირობოდ აკრედიტებულია.

05
ივნ
ვორკშოპი სტუდენტებისთვის - How Modern Businesses Run on the Cloud

4 ივნისს, ტექნოლოგიების სკოლის სტუდენტებისთვის გაიმართა ვორკშოპი ,,How Modern Businesses Run on the Cloud".  შეხვედრა გაიმართა IT პლატფორმა Accelera-ს ინიციატივით და კავკასიის უნივერსიტეტის კარიერული განვითარების და დასაქმების ხელშეწყობის  დეპარტამენტის და ტექნოლოგიების სკოლის ორგანიზებით.

04
ივნ
CST-ის სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია

3 ივნისს, კავკასიის ტექნოლოგების სკოლის სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა. სასკოლო სამეცნიერო კონფერენცია ემსახურება სტუდენტების აკადემიური-კვლევითი უნარების განვითარებასა და პროფესიული სპეციალიზაციის ხელშეწყობას.

30
მაი
კიბერუსაფრთხოების ერთობლივი 3 წლიანი პროგრამის პირველი კურსდამთავრებულები

აშშ-ში, ნიუ ჯერსის შტატში,  NJCU (ნიუ ჯერსი სითი უნივერსიტეტმა) მასშტაბური კურსდამთავრებულთა ცერემონია გამართა, რომელშიც კავკასიის უნივერსიტეტის კიბერუსაფრთხოების ერთობლივი 3 წლიანი პროგრამის პირველი კურსდამთავრებულები იღებდნენ მონაწილეობას.

28
მაი
პროექტი - ახალგაზრდა შეღწევადობის ტესტერების უნივერსიტეტი

მაისში, კავკასიის უნივერსიტეტის კიბერ უსაფრთხოების ცენტრის ბაზაზე, დაიწყო საქართველოს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტი: „ახალგაზრდა შეღწევადობის ტესტერების უნივერსიტეტი“, რომლის ავტორებია კავკასიის უნივერსიტეტი და სამეცნიერო კიბერ უსაფრთხოების ასოციაცია.

 

22
აპრ
NATO-SPS პროექტის სამუშაო შეხვედრა ბრაშოვში

რუმინეთში, 2024 წლის 8-10 აპრილს, ქალაქ ბრაშოვში, ჩატარდა სამდღიანი სამუშაო შეხვედრა NATO-ის მეცნიერების მშვიდობისა და უსაფრთხოებისათვის (SPS) პროგრამის ფარგლებში.