სიახლეები

12
ნოე
CTS სასწავლო ტური კახეთში

12 ნოემბერს, კავკასიის ტურიზმის სკოლის ლექტორის, ლევან წიქარიშვილის ორგანიზებით ჩატარდა სასწავლო ტური CTS-ის პირველკურსელთათვის. სტუდენტებმა მოინახულეს ძველი და ახალი შუამთა, კვეტერის გუმბათოვანი ეკლესია და ციხე-ქალაქის ნანგრევები. 

04
ნოე
ტურიზმის განვითარების პერსპექტივები მცხეთა-მთიანეთსა და კახეთში

4 ნოემბერს, ყვარელში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით ჩატარდა კონფერენცია "ტურიზმის განვითარების პერსპექტივები მცხეთა-მთიანეთსა და კახეთში", რომელზეც წარმოდგენილი იყო სტუდენტების და ტურიზმით დაინტერესებული პირების ნაშრომები.

11
სექ
ტურიზმის სკოლის საბაკალავრო ნაშრომების დაცვა

11 სექტემბერს, სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში გაიმართა ტურიზმის სკოლის საბაკალავრო ნაშრომების დაცვა. სტუდენტებმა წარმოადგინეს ნაშრომები ტურიზმის სფეროდან შემდეგ თემებზე: 

 

23
ივნ
CTS საბაკალავრო ნაშრომების დაცვა

23 ივნისს, კავკასიის უნივერსიტეტის  ბათუმის ტურიზმის სკოლაში ჩატარდა საბაკალავრო ნაშრომების დაცვა, სადაც  სტუდენტებმა წარადგინეს ტურიზმის სფეროში ჩატარებული კვლევის შედეგები და მათი ანალიზი.

 

08
მაი
FH Joanneum University of Applied Sciences-ის პროფესორი სტუმრად CTS-ში

8-12 მაისს, პროგრამა ERASMUS+ ფარგლებში კავკასიის უნივერსიტეტს სტუმრობდა ავსტრიის FH Joanneum University of Applied Sciences-ის პროფესორი, დოქტორი ჰარალდ ფრიედლი, რომელმაც კავკასიის უნივერსიტეტის ტურიზმის სკოლის სტუდენტებს წაუკითხა ლექცია-სემინარები მდგრადი ტურიზმის და სამედიცინო ტურიზმის თემებზე. 

23
მაი
CTS - ის სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია

23 მაისს, კავკასიის უნივერსიტეტში ჩატარდა, ტურიზმის სკოლის სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია. 

27
აპრ
კონფერენცია - „ტურიზმის განვითარების პერსპექტივები საქართველოში და სტრატეგიული მიზნები“

27 აპრილს, „ექსპო ჯორჯიაში", ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით ჩატარდა საერთაშორისო სტუდენტური კონფერენცია თემაზე: „ტურიზმის განვითარების პერსპექტივები საქართველოში და სტრატეგიული მიზნები".

23
აპრ
CTS სტუდენტების სასწავლო ტური ქვემო ქართლში

23 აპრილს, კავკასიის უნივერსიტეტის ტურმიზმის სკოლის თვითმმართველობის ორგანიზებით, ჩატარდა სასწავლო ტური ქვემო ქართლში.

27
მარ
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი

27 მარტს, კავკასიის უნივერსიტეტის ტურიზმის სკოლასა და სასტუმრო „სითი ავენიუს“ შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი. მემორანდუმი ითვალისწინებს კომპანიაში სტუდენტების მიერ სტაჟირების და სასწავლო პრაქტიკის გავლას. მისი მიზანია კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტების მიერ  პროგრამის ფარგლებში მიღებული თეორიული ცოდნის პრაქტიკული განმტკიცება და დარგობრივი კომპეტენციების გაღრმავება.

 

30
ნოე
იაპონიის ტურისტული კომპანიის (JTB) წარმომადგენლობი სტუმრად ტურიზმის სკოლაში

30 ნოემბერს, კავკასიის უნივერსიტეტის ტურიზმის სკოლამ უმასპინძლა იაპონიის ტურისტული კომპანიის (JTB) წარმომადგენლობას, რომელიც იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს, JICA-ს ტენდერში გამარჯვებული ტურისტული კომპანიაა. მისი მიზანია საქართველოსა და სამხრეთ კავკასიის სხვა ქვეყნების ტურიზმის განვითარების საკითხების შესწავლა.