საერთაშორისო კონფერენცია - "Building Resilience in Challenging Environments"

15 ივნისი 2023

8 ივნისს, კავკასიის სამართლის სკოლის ასოცირებულმა პროფესორმა გიგა აბუსერიძემ მონაწილეობა მიიღო ბრისტოლის უნივერსიტეტისა (The University of Bristol, UK) და  ხარკოვის ეროვნული საჰაერო კოსმოსური უნივერსიტეტის (National Aerospace University "Kharkiv Aviation Institute, UA) მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო კონფერენციაში - "Building Resilience in Challenging Environments".

 

კონფერენციის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე, გიგა აბუსერიძემ უკრაინის წინააღმდეგ ფართომასშტაბიან სამხედრო აგრესიაზე,  რუსული კერძო სამხედრო კომპანიების გავლენებზე, ჰიბრიდულ საფრთხეებსა და რუსულ ოკუპაციაზე ისაუბრა.

 

კონფერენციის ერთ-ერთი პარტნიორი ევროპის სხვა უნივერსიტეტებთან ერთად კავკასიის უნივერსიტეტი იყო.