თანამშრომლობის მემორანდუმი საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდთან

10 მარტი 2023

9 მარტს, კავკასიის უნივერსიტეტსა და საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

 

მემორანდუმს ხელი მოაწერეს კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა, კახა შენგელიამ და გაეროს ბავშვთა ფონდი საქართველოშის წარმომადგენელმა ღასან ხალილმა.

 

თანამშრომლობის მიზანია, რომ მხარეებმა ითანამშრომლონ და ხელი შეუწყონ ბავშვთა უფლებებისა და ინკლუზიური განათლების მიმართულებით ცოდნის შექმნასა და გავრცელებას სხვადასხვა აქტივობებით; გააძლიერონ უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის, სტუდენტების, მასწავლებლების, სკოლების ადმინისტრაციებისა და მშობლების შესაძლებლობები ბავშვთა უფლებების პრინციპების ეფექტიანად დასანერგად საქართველოში.   

 

შეხვედრა, ტრადიციულად, კამპუს ტურით დასრულდა. სტუმრებს კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა, კახა შენგელიამ, CU-ის გარემო და ინფრასტრუქტურაა გააცნო.