საჯარო ლექცია - ფსიქიკური ჯანმრთელობა, ფაქტორი ჯანდაცვის პოლიტიკაში

30 მარტი 2023

30 მარტს, 18:00 საათზე,კავკასიის უნივერსიტეტის წიგნის მაღაზია „ლიბრარეა“ -ში, ფსიქიატრ -ლაშა კილაძის საჯარო ლექცია გაიმართება თემაზე - ფსიქიკური ჯანმრთელობა, ფაქტორი ჯანდაცვის პოლიტიკაში.

მოდერატორი : ჯანდაცვის მენეჯმენტის მაგისტრანტი - დავით შოვნაძე.

 

შეხვედრაზე განხილული იქნება შემდეგი საკითხები:

 

  • ფსიქიკური ჯანმრთელობის მნიშვნელობა ჯანდაცვის პოლიტიკაში;
  • როგორია სახელმწიფო პოლიტიკა ფსიქიატრიული დაავადებების, როგორც პრევენციის, ასევე მკურნალობის მიმართულებით;
  • როგორია საერთაშორისო გამოცდილება და რა გვაკლია დღევანდელობაში სისტემურ დონეზე.

 

შეხვედრაზე დასწრების მსურველებმა გთხოვთ, რეგისტრაცია გაიაროთ ბმულზე.