კავკასიის უნივერსიტეტის ინოვაციების და მეწარმეობის ცენტრის ბენეფიციარი სტარტაპი BioNova აგრძელებს საერთაშორისო ასპარეზზე მნიშვნელოვანი წარმატებების მიღწევას და ამჯერადაც ღირსეულად წარადგინა საქართველო გლობალურ სტარტაპ ეკოსისტემაში.
BioNova წარმოადგენს ინოვაციურ ტექნოლოგიურ გადაწყვეტას, რომელიც ფერმებისთვის სპეციალურად შექმნილი მოდულური ბიოდეგესტერების საშუალებით უზრუნველყოფს ორგანული ნარჩენების გარდაქმნას ბიოგაზად, ელექტროენერგიად და მაღალი ღირებულების ბიო-სასუქად. სტარტაპის მიერ შემუშავებული კომპაქტური სისტემები დამზადებულია გამძლე და თანამედროვე მასალებით და აღჭურვილია ინტეგრირებული IoT აპლიკაციით, რაც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს დისტანციურად, რეალურ დროში აკონტროლონ სისტემის მუშაობა, წარმოების მოცულობა და ეკონომიკური ეფექტიანობა.
აღნიშნული გადაწყვეტა ერთდროულად პასუხობს თანამედროვე ენერგეტიკისა და აგროსექტორის გამოწვევებს, უზრუნველყოფს რესურსების ეფექტიან გამოყენებას და ქმნის დამატებითი შემოსავლის გენერირების შესაძლებლობას.
Young Entrepreneur Summit, ბრემენი
BioNova შეირჩა Young Entrepreneur Summit (YES) პროგრამაში, რომელიც გაიმართა გერმანიაში, ქალაქ ბრემენში და წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე კონკურენტულ საერთაშორისო სტარტაპ პლატფორმას, სადაც BioNova-ს მონაწილეობდა კავკასიის უნივერსიტეტის ეგიდით და მხარდაჭერით.
პროგრამაში მონაწილეობდა 100-ზე მეტი სტარტაპი მსოფლიოს 29-ზე მეტი ქვეყნიდან. მრავალსაფეხურიანი შერჩევის პროცესის შედეგად BioNova თავდაპირველად მოხვდა მსოფლიოს 36 საუკეთესო სტარტაპს შორის, შემდგომ კი გავიდა ტოპ 9 ფინალისტში. პროგრამის დასკვნით ეტაპზე, დემო დღეზე, რომელიც გაიმართა Constructor University-ის მთავარ სცენაზე, BioNova-მ დაიკავა მეორე ადგილი და მოიპოვა ფულადი პრიზი, რითაც კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი ტექნოლოგიური და ბიზნეს პოტენციალი საერთაშორისო კონკურენციის პირობებში.
ოთხკვირიანი აქსელერაციის პროგრამის ფარგლებში სტარტაპმა იმუშავა საერთაშორისო მენტორებთან და დარგის ექსპერტებთან, რაც მნიშვნელოვნად დაეხმარა სტრატეგიის დახვეწაში, ბიზნეს მოდელის გაძლიერებასა და განვითარების დაჩქარებაში. აღნიშნულმა გამოცდილებამ BioNova-ს მისცა შესაძლებლობა კიდევ უფრო გააძლიეროს საკუთარი პოზიციები გლობალურ ბაზარზე და შექმნას რეალური საფუძველი საერთაშორისო გაფართოებისთვის.
SET Award 2026, ბერლინი
ასევე, BioNova-მ მონაწილეობა მიიღო ბერლინში გამართულ Start Up Energy Transition (SET) Award 2026-ზე, რომელიც წარმოადგენს ერთ-ერთ წამყვან გლობალურ პლატფორმას cleantech და ენერგეტიკის სფეროში მოქმედი სტარტაპებისთვის. გლობალურად შერჩეული 80-ზე მეტი სტარტაპიდან BioNova ერთ-ერთი იყო, რომელმაც საერთაშორისო სცენაზე საქართველო წარადგინა და მნიშვნელოვანი აღიარება მოიპოვა.
პროგრამის ფარგლებში სტარტაპმა მიიღო ტექნიკური მხარდაჭერა, ითანამშრომლა გერმანულ პარტნიორებთან და მიიღო წვდომა ახალ საერთაშორისო შესაძლებლობებზე, მათ შორის ბაზრების გაფართოების, პარტნიორობებისა და დაფინანსების მიმართულებით.
სხვა მიღწევები და წარმატება
BioNova უკვე არაერთი პრესტიჟული საერთაშორისო და ადგილობრივი კონკურსის მონაწილე და გამარჯვებულია, მათ შორის:
- EUROPEN Single Market Expansion Award 2025 – გამარჯვებული
- Poland AgriTech Acceleration – დასახელებულია ტოპ 3 აგროტექ სტარტაპს შორის;
- Social Impact Award 2024 – ჟიურის რჩეული;
- საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) 25,000 ლარიანი საგრანტო კონკურსის გამარჯვებული;
- Future Agro Challenge 2024 – გამარჯვებული;
- ITU SEEDs – პორტფოლიო სტარტაპი;
- Junior Achievement Acceleration X – მონაწილე.
- ZCA Cleantech Awards 2025 (UK)
- Greennovation Acceleration Program (UNDP & Denmark Supported)
BioNova შეირჩა Greennovation Acceleration Program-ში მონაწილეობისთვის - მწვანე და ციფრული ტრანსფორმაციის მიმართულებით შექმნილ აქსელერაციის პროგრამაში, რომელიც ხორციელდება გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და დანიის მთავრობის მხარდაჭერით, ხოლო იმპლემენტირებულია კომპანია PMCG-ის მიერ.
პროგრამა მიზნად ისახავს მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესების მხარდაჭერას ენერგოეფექტურობის, ნარჩენების მართვის, ცირკულარული ეკონომიკის და ციფრული ტექნოლოგიების დანერგვის მიმართულებით.
16-კვირიანი აქსელერაციის ციკლის ფარგლებში BioNova იღებს ინდივიდუალურ მენტორინგსა და ტექნიკურ მხარდაჭერას, რაც პროგრამის დასასრულს ითვალისწინებს კონკურენტულ საგრანტო შესაძლებლობებს შერჩეული პროექტებისთვის.
აღნიშნულ პროგრამაში მონაწილეობა კიდევ უფრო აძლიერებს BioNova-ს პოზიციონირებას საქართველოს მდგრადი განვითარების ეკოსისტემაში და ქმნის დამატებით შესაძლებლობებს მისი ინოვაციური გადაწყვეტის მასშტაბირებისა და გავლენის გასაზრდელად.
BioNova გახლავთ კავკასიის უნივერსიტეტის ინოვაციების და მეწარმეობის ცენტრის ბენეფიციარი სტარტაპი და პრე-აქსელერაციის პროგრამა CUnicorn-ის მესამე ნაკადის გამარჯვებული.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მიუხედავად იმისა, რომ სტარტაპის დამფუძნებლებს უკვე ჩამოყალიბებული ჰქონდათ საწყისი იდეა, BioNova-ს, როგორც სტარტაპის, სისტემური განვითარება და პირველი პრაქტიკული ნაბიჯები სწორედ კავკასიის უნივერსიტეტის ინოვაციების და მეწარმეობის ცენტრის პრე-აქსელერაციის პროგრამის ფარგლებში დაიწყო. აღნიშნულმა პროგრამამ გუნდს მისცა შესაძლებლობა ემუშავა იდეის ვალიდაციაზე, ბიზნეს მოდელის ჩამოყალიბებასა და ბაზარზე გასვლის სტრატეგიის განსაზღვრაზე.
სტარტაპის თანადამფუძნებელი და ტექნიკური დირექტორი (CTO), ნიკოლოზ ჩიხლაძე, კავკასიის უნივერსიტეტის ტექნოლოგიების სკოლის სტუდენტია, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს უნივერსიტეტის როლს ინოვაციური და გლობალურად კონკურენტუნარიანი სტარტაპების განვითარებაში.
BioNova ქმნის მასშტაბირებად და გლობალურად რელევანტურ ტექნოლოგიურ პროდუქტს, რომელიც პასუხობს თანამედროვე გამოწვევებს ენერგეტიკის, სოფლის მეურნეობისა და მდგრადი განვითარების მიმართულებით.
სტარტაპის მიერ მიღწეული შედეგები წარმოადგენს მათი ტექნოლოგიისა და ბიზნეს მოდელის მნიშვნელოვან საერთაშორისო ვალიდაციას და ქმნის მყარ საფუძველს BioNova-ს, როგორც კონკურენტუნარიანი გლობალური cleantech მოთამაშის, ჩამოყალიბებისთვის.
ამჟამად, BioNova არის საქართველოში მოქმედი საერთაშორისო აქსელერაციის პროგრამის - Startupbootcamp MVP Stage Accelerator-ის მონაწილე. აღნიშნულ პროგრამაში მონაწილეობა ქმნის დამატებით შესაძლებლობებს სტარტაპისთვის, გააძლიეროს საკუთარი ტექნოლოგიური და ბიზნეს პოტენციალი, დაამყაროს საერთაშორისო პარტნიორობები და კიდევ უფრო დააჩქაროს გლობალურ ბაზრებზე გასვლის პროცესი.
ამავდროულად, საერთაშორისო პროგრამებში მონაწილეობის ფარგლებში ჩამოყალიბებული პარტნიორული ურთიერთობები და გლობალურ ინოვაციურ ქსელებში ინტეგრაცია მნიშვნელოვნად ზრდის სტარტაპის შესაძლებლობას ახალი ბაზრების ათვისებისა და საერთაშორისო გაფართოების მიმართულებით.
