ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის სტუდენტების გასვლითი ლექცია

14 მაისი 2021

25 აპრილს, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის სტუდენტებმა, სასწავლო კურსის - საქართველოს ისტორიის წყაროთმცოდნეობა ფარგლებში, მოინახულეს ბოლნისის სიონის, წუღრუღაშენისა და დმანისის ნაქალაქარის ეკლესია-მონასტრები.

 

ექსკურსიის ფარგლებში სტუდენტებმა, ლექტორის, თამაზ გოგოლაძის ხელმძღვანელობით, ადგილზე მოინახულეს ქართული დამწერლობის უძეელესი ნიმუშები - ბოლნისის სიონის წარწერები. გარდა ამისა, ადგილზე მოინახულეს წუღრუღაშენის ეკლესია, დმანისის სიონი, დმანისის წმიდა მარინეს ტაძარი და შესაბამისად, მათ კედლებსა და ინტერიერში განთავსებული წარწერები. მათ შეასრულეს პრაქტიკული სამუშაო, გადმოიღეს წუღრუღაშენის სააღმშენებლო წარწერის პალეოგრაფიული პირი. გარდა ამისა, წაიკითხეს და დააზუსტეს ბოლნისის სამრეკლოს სააღმშენებლო წარწერა, ტაძრის ეზოსა და ეკლესიის ინტერერში დაცული საფლავის ქვის წარწერები.