CSM-ის სტუდენტებმა „საერთაშორისო გამჭვირვალება საქართველოს" კონკურსში პირველი ადგილი დაიკავეს.

16 დეკემბერი 2021

16 დეკემბერს, კავკასიის უნივერსიტეტის მედიის სკოლის სტუდენტებმა „საერთაშორისო გამჭვირვალება საქართველოს" მიერ გამართულ კონკურსში I ადგილი დაიკავეს. 

კონკურსი საგამოძიებო ჟურნალისტიკაში ჩატარდა. სხვადასხვა უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის პროგრამების სტუდენტებმა ჯერ მონაცემთა ანალიზისა და ჟურნალისტური გამოძიების ხერხების შესახებ ტრენინგი გაიარეს, შემდეგ კი პროფესიონალური მასალები შექმნეს. 

გამარჯვებულები - კავკასიის უნივერსიტეტის მედიის სკოლის IV კურსის სტუდენტები:

ანი მელაძე   და  ქრისტინე შამათავა 

კონკურსში გამარჯვებულებს  ფულადი ჯილდოები გადაეცათ.