კავკასიის უნივერსიტეტის საერთაშორისო სტუდენტებისთვის, CU-ის “Canteenarea”-ში, კულინარიული მასტერკლასი გაიმართა, სადაც კავკასიის უნივერსიტეტის შეფ-მზარეულის ხელმძღვანელობით სტუდენტებმა ქართული ტრადიციული კერძი მოამზადეს. მასტერკლასში მონაწილეობა, ასევე, მიიღეს კავკასიის უნივერსიტეტის ელჩებმა.
მასტერკლასი მიზნად ისახავდა საერთაშორისო სტუდენტებისთვის ქართული კულინარიული კულტურის და ტრადიციული კერძების ისტორიის გაცნობას.
მასტერკლასის ბოლოს გაიმართა დეგუსტაცია და სტუდენტებმა მათივე მომზადებული კერძები დააგემოვნეს.
