პროფესორმა ხათუნა ბურკაძემ კავკასიის უნივერსიტეტში სემინარი: „AI - იურისტის ჭკვიანი ასისტენტი“ ჩაატარა

26 მარტი 2026

კავკასიის სამართლის სკოლის პროფესორმა ხათუნა ბურკაძემ ჩაატარა სემინარი თემაზე: „AI - იურისტის ჭკვიანი ასისტენტი“. 

 

პროფესორმა ხათუნა ბურკაძემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა იურისპრუდენციის უახლეს ტენდენციებზე, რომლებიც ციფრულ ეპოქაში გულისხმობენ ხელოვნური ინტელექტის აპლიკაციებზე დაყრდნობით სამართლებრივი მომსახურების გაციფრულებას, სამართლებრივ საქმესთან დაკავშირებული დიდი მოცულობის მონაცემების AI-ის მეშვეობით ანალიზსა და მის იუსტიციისა და მართლმსაჯულების სისტემაში დანერგვას.

 

სემინარის ფარგლებში ახალგაზრდებს ჰქონდათ შესაძლებლობა, რეალურ დროში, კონკრეტული აპლიკაციების გამოყენებით, შეემოწმებინათ ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობები სამართლის სფეროში.