ტრანსილვანიის უნივერსიტეტის პროფესორის ტრენინგი - FLD-DDoS - Generalized detection of DDoS attack patterns using machine learning models

14 აგვისტო 2026

13 აგვისტოს, კავკასიის უნივერსიტეტის კვანტური უსაფრთხოების ლაბორატორიაში, NATO-SPS პროექტის დირექტორმა, ტრანსილვანიის უნივერსიტეტის პროფესორმა რაზვან ბოკუმ ქართველი მსმენელებისთვის ჩაატარა ტრენინგი - „FLD-DDoS - Generalized detection of DDoS attack patterns using machine learning models“.

 

სამუშაო შეხვედრისას საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტმა, კიბერუსაფრთხოების ცენტრის დირექტორმა, პროფესორმა მაქსიმ იავიჩმა ისაუბრა კვანტური ლაბორატორიის მუშაობის პრინციპზე, ამოცანებზე, მიმდინარე კვლევებზე და პოსტკვანტურ უსაფრთხოებაზე.

 

ტრენინგის დასასრულს, მსმენელებსა და პროფესორებს შორის გაიმართა კითხვა-პასუხის სესია.

 

სამეცნიერო კიბერუსაფრთხოების ასოციაცია და კავკასიის კიბერუსაფრთხოების ცენტრი, საქართველოს მოსახლეობას პერიოდულად სთავაზობს უფასო საერთაშორისო ტრენინგებს, კურსებსა და მასტერკლასებს მსოფლიოს წამყვანი ექსპერტების ხელმძღვანელობით.