IB მთიების პროექტი „ღია სკოლა“ დასრულდა უმაღლესი სკოლის შემაჯამებელი კონფერენციით - „იდეიდან AI-მდე“, რომელიც კავკასიის უნივერსიტეტში გაიმართა.
პროექტის ფარგლებში, მოსწავლეებმა, პედაგოგებმა და პარტნიორმა უნივერსიტეტებმა იმუშავეს სხვადსხვა თემებზე.
აიბი მთიების 10, 11 და 12 კლასის მოსწავლეებმა წარმოადგინეს კვლევის შედეგად გაკეთებული დასკვნები, ინოვაციური იდეები და სამომავლო ხედვები.
განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა კავკასიის უნივერსიტეტის ინოვაციების და მეწარმეობის ცენტრის ჩართულობას პროექტში. ცენტრმა ინტენსიურად იმუშავა ერთ-ერთ მოსწავლეთა გუნდთან სტარტაპ იდეის ჩამოყალიბებისა და განვითარების პროცესში. მენტორინგისა და პრაქტიკული სამუშაო შეხვედრების ფარგლებში, მონაწილეებმა განავითარეს საკუთარი იდეა, იმუშავეს პრობლემის იდენტიფიცირებაზე, გადაწყვეტის მოდელზე, მომხმარებლის საჭიროებების გაანალიზებასა და იდეის პრეზენტაციის ფორმატზე. თანამშრომლობამ მოსწავლეებს მისცა შესაძლებლობა, რეალური სტარტაპ ეკოსისტემის გამოცდილება მიეღოთ და საკუთარი ინოვაციური ხედვები პრაქტიკულ ფორმატში განევითარებინათ.
