კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორ ზურაბ ბრაგვაძის მონოგრაფია

6 ოქტომბერი 2021

გამოვიდა კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორის, ზურაბ ბრაგვაძის მონოგრაფია „კოლხეთი და იბერია-არქეოლოგიური ძიებანი“. წიგნში თავმოყრილია ისეთი საკითხები, როგორებიცაა, კოლხეთისა და ეგეოსური სამყაროს ურთიერთობა, კოლხეთის სამეფოს კავშირები აქემენიდურ ირანთან, კოლხეთის სამეფოს სოციალური და პოლიტიკური ისტორიის საკითხები, კოლხეთისა და იბერიის სამეფოები რომის გლობალურ პოლიტიკურ კონტექსტში, იბერიის პიტიახშების გენეზისის პრობლემა და სხვ. დამატების სახით წიგნში შესულია რუსეთ-საქართველოს 1921 წლის ტაბახმელის ბრძოლების ამსახველი სანგრის არქეოლოგიური კვლევა. მონოგრაფიაში წარმოდგენილი არქეოლოგიური ძეგლები შესწავლილია ავტორის უშუალო მონაწილეობით. მონოგრაფია გამოსცა გამომცემლობამ „არტანუჯი“.