"ლიბერალიზმი და საქართველო" - წიგნის პრეზენტაცია CU კამპუსში

9 ივნისი 2021

 

8 ივნისს, კავკასიის უნივერსიტეტის კამპუსში, პუბლიკაციის "ლიბერალიზმი და საქართველო" პრეზენტაცია გაიმართა.

წიგნის ავტორები არიან კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორი თემურ ხუციშვილი, კავკასიის ტურიზმის სკოლის დეკანი ნინო კალანდაძე, კავკასიის უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი გია ჯაფარიძე, ახალგაზრდა მკვლევარები გიორგი ჯოხაძე და გიორგი ხარებავა.

პრეზენტაციაზე აუდიტორიის წინაში სიტყვით წარსდგნენ, კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტი კახა შენგელია, კავკასიის ტურიზმის სკოლის დეკანი ნინო კალანდაძე, ჭავჭავაძის ცენტრის დამფუძნებელი ზაზა ბიბილაშვილი, კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორი თემურ ხუციშვილი და წიგნის თანაავტორი გია ჯაფარიძე.  

 

ნაშრომის „ლიბერალიზმი და საქართველო“ შექმნით, ავტორების მიზანი იყო საზოგადოებაში ლიბერალიზმთან მიმართებით არსებული ინფორმაციული დეფიციტის შევსება, ლიბერალიზმის განმარტება კლასიკური გაგებით.

 

პუბლიკაცია "ლიბერალიზმი და საქართველო" გამოსცა ჭავჭავაძის ცენტრმა კონრად ადენაუერის ფონდის სამხრეთ კავკასიის ბიუროს მხარდაჭერით.