CU-ის პრეზიდენტის კახა შენგელიას და დოქტორ ფრედ კასირიეს წიგნის პრეზენტაცია

15 ივნისი 2026
15 ივნისს, კავკასიის უნივერსიტეტში, გაიმართა CU-ის პრეზიდენტის, კახა შენგელიას და მენეჯმენტის მკვლევრის, პროექტების დირექტორის ასისტენტის, დოქტორ ფრედ კასირიეს ახალი ერთობლივი წიგნის: უმაღლესი განათლების მნიშვნელობის როლის გაძლიერება - ბაზრის პრინციპების მოდელის დანერგვა - პრეზენტაცია.
 
ღონისძიება გახსნა და დამსწრე საზოგადეობას სიტყვით მიესალმა უნივერსიტეტის პრეზიდენტი კახა შენგელია, პრეზენტაციას კი წარუძღვა დოქტორი ფრედ კასირიე.
 
პუბლიკაცია წარმოადგენს, კახა შენგელიას მრავალწლიანი საერთაშორისო გამოცდილების, გლობალური მოღვაწეობისა და არაერთ ქვეყანაში მოგზაურობის საფუძველზე, უმაღლესი განათლების ახლებურ ხედვას, რომლის თანახმადაც განათლებამ უნდა შექმნას ღირებულება, იყოს გამორჩეული და გარდაქმნას საზოგადოება. „სუპერმარკეტის მოდელს“ საფუძვლად უდევს ბატონი კახა შენგელიას ხანგრძლივი ინტერესი რეფორმების, მმართველობისა და საერთაშორისო თანამშრომლობის მიმართ.
 
წიგნს განსკუთრებულ მნიშვნელობას სძენს, დოქტორ კასირიეს რეალისტური ხედვები და პრაქტიკაზე დაფუძნებული მოსაზრებები, რაც აღნიშნულ მოდელს სხვადასხვა ტიპის ინსტიტუციისა და სტუდენტისთვის გაცილებით რელევანტურად აქცევს.