16 თებერვალს, საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტმა, საერთაშორისო გაცვლით პროგრამებში (Erasmus+/ Bilateral Exchange) მონაწილე სტუდენტებს უმასპინძლა, რომლებიც სასწავლო პროცესს მიმდინარე აკადემიური წლის გაზაფხულის სემესტრიდან დაიწყებენ.
აღსანიშნავია, რომ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში კავკასიის უნივერსიტეტში აკადემიურ სემესტრს საფრანგეთის, გერმანიის, ესპანეთის, პოლონეთის და სხვა ევროპის წამყვანი პარტნიორი უნივერსიტეტების სტუდენტები გაატარებენ.
საორიენტაციო შეხვედრის მსვლელობისას სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ დეტალური ინფორმაცია მიეღოთ უნივერსიტეტის მისიის, ინტერნაციონალიზაციის პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის საქმიანობის შესახებ. აგრეთვე უნივერსიტეტში არსებული სერვისებისა და სასწავლო პროცესში ჩართული დეპარტამენტების საქმიანობის შესახებ (სტუდენტური სამსახური/ სტუდენტური და ორგანიზაციული ღონისძიებების სამსახური).
