13 თებერვალს, კავკასიის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტმა საერთაშორისო ხარისხის მაძიებელ სტუდენტებს კამპუსში უმასპინძლა.
სესიები, რომლებიც გაზაფხულის სემესტრში დაიწყო, მიზნად ისახავს ახლად ჩარიცხული სტუდენტების დახმარებას აკადემიურ გარემოსთან ადაპტაციასა და უნივერსიტეტის საზოგადოებაში ინტეგრაციაში.
2026 წლის გაზაფხულის სემესტრში, კავკასიის უნივერსიტეტს, ინგლისურენოვან პროგრამებზე, 30-ზე მეტი ქვეყნიდან შემოუერთდნენ საერთაშორისო ხარისხის მაძიებელი სტუდენტები.
ტრადიციულად, საორიენტაციო შეხვედრაზე სტუდენტებმა მიიღეს დეტალური ინფორმაცია უნივერსიტეტის მისიის, ინტერნაციონალიზაციის პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების შესახებ, ასევე გაეცნენ უნივერსიტეტში არსებულ სერვისებსა და სასწავლო პროცესში ჩართული დეპარტამენტების საქმიანობას. შეხვედრას ესწრებოდნენ სტუდენტთა მომსახურეობის და მონიტორინგის დეპარტამენტის წარმომადგენლები. შეხვედრა ინტერაქციულ ფორმატში წარიმართა, რამაც სტუდენტებს საშუალება მისცა, მათთვის მნიშვნელოვან კითხვებზე ამომწურავი პასუხები მიეღოთ.
ღონისძიება კამპუს ტურით დასრულდა, რომლის ფარგლებშიც სტუდენტებმა მოინახულეს უნივერსიტეტის კვლევითი ცენტრები და ლაბორატორიები.
ინგლისურენოვან პროგრამებზე მიღების პროცესი კვლავ მიმდინარეობს და თებერვალსა და მარტში რამდენიმე დამატებითი საორიენტაციო შეხვედრაა დაგეგმილი.
