კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა ნიდერლანდების სამეფოს ელჩს უმასპინძლა

12 მაისი 2026

11 მაისს, კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა ნიდერლანდების სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, მელინე არაკელიანს უმასპინძლა.

 

ვიზიტის ფარგლებში გაიმართა სამუშაო შეხვედრა, რომელსაც კავკასიის უნივერსიტეტის მხრიდან პრეზიდენტთან ერთად ესწრებოდნენ ვიცე-პრეზიდენტი ინტერნაციონალიზაციის მიმართულებით ირენა მელუა, საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორი ქეთევან კარბაია და კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის აფილირებული პროფესორი, მოსამართლე ლევან დარბაიძე.

 

საელჩოს მხრიდან დელეგაციას ელჩთან ერთად წარმოადგენდნენ ელჩის ასისტენტი სოფო კოტიაშვილი და პიპენ სარდჯოე.

 

შეხვედრის ფარგლებში ელჩი დეტალურად გაეცნო კავკასიის უნივერსიტეტის ინტერნაციონალიზაციის პროცესს, ასევე არსებული და დაგეგმილი საერთაშორისო სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტებს.

 

მხარეებმა განიხილეს კავკასიის უნივერსიტეტსა და ნიდერლანდების სამეფოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის არსებული თანამშრომლობის გაღრმავებისა და ახალი პროექტების განხორციელების შესაძლებლობები.