საჯარო ლექცია - „დრეიფუსის საქმე“ ღალატი თუ ერთგულება

18 დეკემბერი 2021

CU კამპუსში, აბიტურიენტებისთვის საჯარო ლექცია გაიმართა  თემაზე - „დრეიფუსის საქმე“ ღალატი თუ ერთგულება“.

 

ლექციაზე სპიკერებმა ისაუბრეს  XIX საუკუნის საფრანგეთის რესპუბლიკის ისეთი ისტორიული დოკუმენტების შესახებ, როგორიცაა:

„ბრალს ვდებ“ ემილ ზოლას წერილი საფრანგეთის პრეზიდენტს

ემილ ზოლას წერილი საფრანგეთს

დრეიფუსის და ზოლას სასამართლო საქმის ოქმები

პროკურორის სიტყვა

ადვოკატის სიტყვა

ლექციის ფარგლებში, ასევე განხილულ  იქნა რომან პოლანსკის ფილმი „ოფიცერი და ჯაშუში“

 

ლექცია წაიკითხეს:

 

კომპანია „პროტეგო მაქსიმა ლეგალ“ - ის დამფუძნებელმა პარტნიორმა, იურისტმა ლუკა ბიბინეიშვილმა და  კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის მე-3 კურსის სტუდენტმა, კომპანია „პროტეგო მაქსიმა ლეგალ“ - ის იურისტის თანაშემწემ  მარიამ ხანთაძემ.

 

ლექცია კითხვა -პასუხის  რეჟიმში წარიმართა.