სტუდენტების სამუშაო შეხვედრა თემზე ორიენტირებული აქტივობების დასაგეგმად

15 მაისი 2026

11-13 მაისს, კავკასიის უნივერსიტეტში პროექტის - PROVE „ღირებულებითი განათლების პოპულარიზაცია სამხრეთ კავკასიის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში“, Erasmus+-ის უმაღლესი განათლების შესაძლებლობების განვითარების პროგრამის (CBHE) ფარგლებში ჩატარდა სამდღიანი სამუშაო შეხვედრა, რომელიც მიზნად ისახავდა სტუდენტური ინიციატივების გაძლიერებასა და თემის საჭიროებებზე ორიენტირებული აქტივობების დაგეგმვას (Community Action Plan Development).

 

შეხვედრის ფარგლებში სტუდენტებმა მიიღეს ინფორმაცია თემის მხარდაჭერის (Community Action) ძირითად მახასიათებლებზე; იმსჯელეს საკუთარ  ღირებულებებზე, გაეცნენ ღირებულებით სწავლებასა და ცოდნაზე დაფუძნებული განათლების  (VaKE - Values and Knowledge Education) პრინციპებს და სერვისზე დაფუძნებული სწავლების (Service- Learning) სტრატეგიებს.

 

მოახდინეს საკუთარ თემში პრობლემების იდენტიფიცირება და თემზე ორიენტირებული აქტივობების სამოქმედო გეგმის (Community Action Plan) შემუშავება, რაც მომავალი სტუდენტური სათემო ინიციატივების საფუძველი გახდება.

 

აღნიშნული შეხვედრა გაიმართა პროექტ “PROVE” - ის ფარგლებში, რომელიც ფოკუსირებულია სამშვიდობო განათლებაზე და ეფუძნება ღირებულებითი განათლების VaKE მიდგომას (VaKE -Values and Knowledge Education).

 

ეს არის ინოვაციური, სტუდენტზე ორიენტირებული მეთოდი, რომელიც აერთიანებს ღირებულებებზე დაფუძნებულ და კვლევაზე ორიენტირებულ სწავლებას.

 

აღნიშნული პროექტი ხორციელდება ავსტრიის, საბერძნეთის, საქართველოსა და სომხეთის საგანმანათლებლო ორგანიზაციების/უნივერსიტეტების თანამშრომლობით.