ქირურგიული ნაკერების მასტერკლასი: საბაზისოდან ესთეტიკურ დახურვამდე და მუხლის სრული ენდოპროთეზირების ვორკშოპი

23 ივნისი 2026

კავკასიის უნივერსიტეტმა Surgical Skills Centre-ის პირველ ვორკშოპს უმასპინძლა, რომელიც მედიცინის პროგრამის სტუდენტებისთვის ინტენსიური, პრაქტიკული ქირურგიული ტრეინინგის უნიკალური შესაძლებლობა იყო.

 

მონაწილეებმა უშუალოდ იმუშავეს ორთოპედიულ ინსტრუმენტარიუმთან, ანატომიურ ძვლის მოდელებთან და ქირურგიული სიმულაციის აღჭურვილობასთან, შეისწავლეს ორთოპედიული ქირურგიისა და ტრავმატოლოგიის საფუძვლები. სტუდენტებმა ასევე გაიარეს პლასტიკური ქირურგიის საკერავი ტექნიკების, ქსოვილების დამუშავების, კვანძის შეკვრისა და ჭრილობის დახურვის პრაქტიკული ტრეინინგი - რეალურ ბიოლოგიურ ქსოვილზე.

 

ვორკშოპი შექმნილია თეორიასა და პრაქტიკას შორის არსებული სხვაობის დასაძლევად და სტუდენტებს საშუალება მისცა განევითარებინათ აუცილებელი ქირურგიული უნარები მაღალინტერაქტიულ, მცირერიცხოვან გარემოში - პირდაპირი ქირურგიული ზედამხედველობით.

 

სულ 17 სტუდენტმა წარმატებით დაასრულა პროგრამა და მიიღო მონაწილეობის სერტიფიკატი.

 

მადლობას ვუხდით ყველა მონაწილეს, ჩვენს ინსტრუქტორებს ორთოპედიულ ქირურგს, კავკასიის უნივერსიტეტის მოწვეულ ლექტორს ზუკა ტყეშელაშვილსა და  ზოგად ქირურგს, ასისტენტ-ქირურგ პლასტიკურ და რეკონსტრუქციულ ქირურგიაში   ქეთევან კეკუტიას ტრენინგის წარმატებით განხორციელებისთვის.