26 თებერვალს, კავკასიის უნივერსიტეტში, „საქართველოს შემსწავლელი საერთაშორისო კვლევის ცენტრის“ ორგანიზებით, დაიწყო „ილიას ხუთშაბათების“ ციკლი - ისტორიული ინტელექტუალური პრაქტიკის თანამედროვე რეაქტივაცია.
„ილიას ხუთშაბათები“ ქმნის დიალოგის სივრცეს აკადემიურ წრეებს, სტუდენტებსა და მოწვეულ სპიკერებს შორის. ინიციატივა მიზნად ისახავს აკადემიური დისკურსის გაძლიერებას, აქტუალური საკითხების მრავალმხრივ გააზრებას და უნივერსიტეტის სივრცის გახსნას ფართო აუდიტორიისთვის.
ღონისძება გახსნა საქართველოს შემსწავლელი საერთაშორისო კვლევის ცენტრის ხელმძღვანელმა, ასოცირებულმა პროფესორმა ნანა შარიქაძემ. დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა უნივერსიტეტის პრეზიდენტმა, პროფესორმა კახა შენგელიამ.
„ილიას ხუთშაბათების“ პირველი სტუმარი გახლდათ კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორი და ქართული ფილოლოგიის პროგრამის ხელმძღვანელი - მარიამ მანჯგალაძე თემით - „ენა და იდეოლოგია: პოლიტიკური დისკურსის ლინგვისტური განზომილება“.
საჯარო ლექციის ფარგლებში განხილულ იქნა შემდეგი საკითხები:
- ენა, როგორც ძალაუფლების ინსტრუმენტი;
- ენობრივი პოლიტიკის ისტორიული პარადიგმები საქართველოში;
- თანამედროვე გამოწვევები და საკანონმდებლო ჩარჩო;
- პოლიტიკოსთა ენა საჯარო სივრცეში — ლექსიკა, რიტორიკა და ეტიკეტი;
- „სიძულვილის ენა“ და მანიპულაციური სტრატეგიები თანამედროვე კონტექსტში.
