საერთაშორისო რეფერირებად ჟურნალში „საერთაშორისო ჟურნალი სოციალურ მეცნიერებებში“ გამოქვეყნდა კავკასიის უნივერსიტეტში ჩატარებული კვლევის „ადამიანური რესურსების მართვის სტრატეგიული მიდგომები ჰოსპიტალურ სექტორში” შედეგები.
ნაშრომის ავტორები არიან: კავკასიის უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის პროფესორი თენგიზ ვერულავა და კავკასიის უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის ჯანდაცვის მენეჯმენტის პროგრამის კურსდამთავრებული, ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრი ანა ჩხეიძე.
სტატიის ბმული.
ჟურნალი „საერთაშორისო ჟურნალი სოციალურ მეცნიერებებში“ ინდექსირებულია ERIHPLUS საერთაშორისო სამეცნიერო ბაზაში.
თენგიზ ვერულავა, ანა ჩხეიძე. (2026). ადამიანური რესურსების მართვის სტრატეგიული მიდგომები ჰოსპიტალურ სექტორში. საერთაშორისო ჟურნალი სოციალურ მეცნიერებებში. 6 (1):100-125. DOI: https://doi.org/10.55367/FRKS3639
რეზიუმე:
იმისათვის, რომ ადამიანური რესურსების მართვა საავადმყოფოს ეფექტიანობის გარანტად იქცეს, აუცილებელია სტრატეგიული მიდგომების დანერგვა, სადაც აქცენტი კეთდება არა მხოლოდ ფორმალურ ადმინისტრირებაზე, არამედ პერსონალის კეთილდღეობაზე. წარმოდგენილ კვლევაში გაანალიზებულია ისეთი კრიტიკული საკითხები, როგორიცაა მოტივაციის სისტემები და კადრების შენარჩუნება, რაც ორგანიზაციული სტაბილურობის საწინდარია. ნაშრომში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა პროფესიული გადაწვის პრევენციას, როგორც პაციენტის უსაფრთხოების უპირობო საფუძველს, ასევე განიხილება ციფრული ტრანსფორმაციისა და ხელოვნური ინტელექტის მზარდი როლი თანამედროვე ჰოსპიტალურ მენეჯმენტში. კვლევა აერთიანებს პრაქტიკულ რეკომენდაციებს, რომლებიც ჯანდაცვის სექტორის ლიდერებს ოპერაციული პროდუქტიულობის გაზრდასა და მომსახურების ხარისხის ამაღლებაში დაეხმარება.
ჯანდაცვის პოლიტიკის ცენტრი.
