კავკასიის უნივერსიტეტმა, ლაიფციგის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტიდან, გერმანია (HTWK Leipzig University of Applied Sciences, Germany) კოლეგებს, ბიზნესის ადმინისტრირებისა და ინდუსტრიული ინჟინერიის ფაკულტეტის პროფესორს ეკონომიკისა და რაოდენობრივი მეთოდების დარგში, ბოდო შტურმს, უცხოელი სტუდენტების კოორდიანტორს შუ სიაოს და სტუდენტური სამსახურისა და სამდივნოს თანამშრომელს დანიელა პაუშს უმასპინძლა.
კავკასიის უნივერსიტეტის მხრიდან კოლეგებს უმასპინძლეს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის წარმომადგენლებმა და კავკასიის ბიზნესის სკოლის დეკანმა, ელენე ჯღარკავამ.
გერმანელი კოლეგების ვიზიტის მთავარი მიზანს უნივერსიტეტებს შორის არსებული თანამშრომლობის შეფასება და სამომავლო თანაშმრონლობის მიმართულებით ახალი სტრატეგიის შემუშავება წარმოადგენდა. ლაიფციგის გამოყენებთ მეცნიერებათა უნივერსიტეტის მიზანია გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის (DAAD) მიერ დაფინანსებული საზაფხულო პროგრამის ახალი აპლიკაციისთვის განაცხადის მომზადება კავკასიის უნივერსიტეტთან ერთად, რომელიც კიდევ ერთხელ მისცემს შესაძლებლობას კავკასიის ეკონომიკისა და ბიზნესის სკოლის სტუდენტებს მონაწილეობა მიიღონ მაკროეკონომიკისა და ვაჭრობის თემატიკის ინტენსიურ მოკლევადიან პროგრამაში. ახალი პროექტის ფარგლებში საზაფხულო სკოლის ერთ სრულ ციკლს მომავალში კავკასიის უნივერსიტეტიც უპასპინძლებს თბილისში.
აღსანიშნავია, რომ ლაიფციგის გამოყენებთ მეცნიერებათა უნივერსიტეტთან ერთად კავკასიის უნივერსიტეტმა ერთხელ უკვე წარმატებით განახორციელა DAAD-ის მიერ დაფინანსებული საზაფხულო პროგრამა.
ლაიფციგის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი კავკასიის უნივერსიტეტის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული პარტნიორია გერმანიაში. Erasmus+ კრედიტ მობილობის პროექტის ფარგლებში მომდევნო აკადემიური სემესტრისთვის უკვე დაგეგმვის პროცესშია სტუდენტთა მობილობა კავკასიის ბიზნესისა და მედიის სკოლიდან.
