ვებინარების სერია „მედიაწიგნიერება ფორმალურ განათლებაში“

1 ივნისი 2026

კავკასიის უნივერსიტეტისა და მედიაგანათლების საერთაშორისო ასოციაციის პარტნიორობით 5, 12 და 19 მაისს გაიმართა ვებინარების სერია „მედიაწიგნიერება ფორმალურ განათლებაში“.

 

ვებინარებს უძღვებოდნენ მედიაგანათლების საერთაშორისო ასოციაციის წევრები Johannes Knierzinger, Nicoleta Fotiade, Flavia Țăran და Irene Andriopoulou, რომლებმაც ქართველ მონაწილეებს გაუზიარეს მათ ქვეყნებში და ზოგადად ევროპის ქვეყნებში დაგროვილი გამოცდილება.

 

ვებინარებს ესწრებოდნენ ქართველი სკოლის პედაგოგები, მედიაწიგნიერების სპეციალისტები და უმაღლესი განათლების წარმომადგენლები. შეხვედრების ჩანაწერები გაეგზავნათ პედაგოგთა პროფესიულ გაერთიანებებს საქართველოში.