სიახლეები

28
ნოე
ლექცია სოციოლოგიის მეოთხე კურსის სტუდენტებისთვს - "თანამედროვე ტენდენციები განათლების განვითარებაში"

27 ნოემბერს, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის  მოწვეული ლექტორის მარიამ ჯინჭველეიშვილის ინიციატივით, სალექციო კურსის „განათლების სოციოლოგიის" ფარგლებში, სტუმრის საათის სტატუსით,  სოციოლოგიის პროგრამის მეოთხე კურსის სტუდენტებს ეწვია ფილოლოგიის დოქტორი ირმა გრძელიძე.

15
ნოე
CSH-ის პროფესორი საერთაშორისო სიმპოზიუმზე - ,,ენა კონფლიქტსა და ომში''

5-9 ნოემბერს, შვედეთში, მალმოს უნივერსიტეტში კავკასიის უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის პროფესორი მარიამ მანჯგალაძე  იმყოფებოდა საერთაშორისო სიმპოზიუმზე  სპეციალურად მიწვეული მკვლევრის სტატუსით ამერიკელ, ესტონელ და გერმანელ კოლეგებთან ერთად. იხ. ინფრომაცია ბმულზე.

15
ნოე
საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „კავკასია, ევროპა, ამერიკა“

10 ნოემბერს, საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა უმასპინძლა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას „კავკასია-ევროპა-ამერიკა“.

15
ნოე
ვიზიტი ბრიუსელში

7 ნოემბერს, კავკასიის უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის პროფესორი, ევროპისმცოდნეობის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის აკადემიური ხელმძღვანელი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი გურანდა ჭელიძე მონაწილეობდა მეცნიერებათა და ტექნოლოგიების სფეროში ევროპული გაერთიანების მუშაობაში.

07
ნოე
CSH-ის ასოცირებული პროფესორის, ქეთევან გრძელიძის მოხსენება საერთაშორისო კონფერენციაზე

კავკასიის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ინგლისური ფილოლოგიის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი, ქეთევან გრძელიძე 25-28 ოქტომბერს დაესწრო სტოკჰოლმში, შვედეთის სამეფოში გამართულ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას: Yeats and Elevation: The Nobel Prize Centenary Conference 2023".

27
ოქტ
CSH-ის ასოცირებული პროფესორი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაზე

20-22 ოქტომბერს, თბილისში ჩატარდა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია  ნეირომეცნიერებაში - The NEURO-2023. კონფერენციის სლოგანი იყო - “New Gateway to Neuroscience World”.  

23
ოქტ
კავკასიოლოგთა II საერთაშორისო ლინგვისტურ-ანთროპოლოგიური კონგრესი

17-19 ოქტომბერს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში კავკასიოლოგთა  II საერთაშორისო ლინგვისტურ-ანთროპოლოგიური კონგრესი ჩატარდა, რომელიც რამდენიმე სექციისგან შედგებოდა: ენათმეცნიერება; კროსდისციპლინური ლინგვისტური კვლევები; დამწერლობათმცოდნეობა და ფილოლოგია.

13
ოქტ
ერაზმუს+ დღეები კავკასიის უნივერსიტეტში - შეხვედრა CSH კურსდამთავრებულთან

კავკასიის უნივერსიტეტში მიმდინარე   ერაზმუს+ დღეების ფარგლებში, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის სტუდენტებმა ამავე სკოლის ევროპისმცოდნეობის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის კურსდამთავრებულს, სამხრეთ ევროპის კვლევებში ერაზმუს მუნდუსის საერთაშორისო ერთობლივი სამაგისტრო პროგრამის მაგისტრს მარიამ გუგულაშვილს უმასპინძლეს.

11
ოქტ
საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია - „სტუდენტური ფსიქოლოგიური კეთილდღეობა და მენტალური ჯანმრთელობის საკითხები“

6 ოქტომბერს, კავკასიის უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის დეკანი, დავით ნატროშვილი და სკოლის ასისტენტ-პროფესორი, ფსიქოლოგი სოსო დოლიძე ქ. თელავში, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობდნენ, რომელიც სტუდენტთა ფსიქოლოგიურ კეთილდღეობას და მენტალური ჯანმრთელობის საკითხებს მიეძღვნა.

11
ოქტ
ფსიქიკური ჯანმრთელობის მსოფლიო დღე კავკასიის უნივერსიტეტში

10 ოქტომბერს, კავკასიის უნივერსიტეტში, ფსიქიკური ჯანმრთელობის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, საჯარო ლექცია გაიმართა.