CU-ის კალათბურთის ჩემპიონატი 2024 დაიწყო

12 მარტი 2024

12 მარტს კავკასიის უნივერსიტეტის კალათბურთის ჩემპიონატი დაიწყო, რომელსაც საკალათბურთო კლუბ აკადემიის დარბაზი მასპინძლობს.

 

ჩემპიონატში მონაწილეობას იღებენ როგორც ქართველი, ასევე უცხოელი სტუდენტებისგან დაკომპლექტებული გუნდები.

 

კავკასიის უნივერსიტეტის კალათბურთის ჩემპიონატი 2024-ის საფინალო შეხვედრა 19 მარტს ჩატარდება, სადაც საპრიზო ადგილზე გასული გუნდები გამოვლინდებიან.

 

პირველ ადგილზე გასულ გუნდს გადაეცემა CU-ის კალათბურთის ჩემპიონატის 2024-ის გარდამავალი თასი. ასევე, პირველ, მეორე და მესამე ადგილზე გასულ გუნდებს კავკასიის უნივერსიტეტისგან გადაეცემათ ფულადი პრიზები.

 

ჩემპიონატის სპონსორები არიან რედბული და კოკა-კოლა.