საუბრები ლიბრარეაში - „პრობლემებზე უნდა გელაპარაკოთ“

26 თებერვალი 2024

23 თებერვალს, კავკასიის უნივერსიტეტში, მწერალ და ტელეწამყვან დავით გორგილაძესთან შეხვედრა გაიმართა.

 

შეხვედრის მთავარი თემები იყო: პრობლემის მნიშვნელობა მხატვრულ ლიტერატურაში, რა დანიშნულება აქვს კონფლიქტს ტექსტში, როგორ ეძებენ პერსონაჟები მათი გადაჭრის გზებს და ძიების პროცესში როგორ იცვლებიან ისინი.

 

ღონისძიება ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა, დამსწრე აუდიტორიას საშუალება ჰქონდა, მათთვის საინტერესო კითხვებზე ამომწურავი პასუხები მიეღოთ.