CU-ის კალათბურთის ჩემპიონატის ფინალი

19 მარტი 2024

19 მარტს, საკალათბურთო კლუბ „აკადემიის“ დარბაზში, CU-ის სტუდენტებისთვის გაიმართა კავკასიის უნივერსიტეტის კალათბურთის ჩემპიონატის ფინალი.

 

მოთამაშეებსა და გულშემატკივრებს მიესალმა კავკასიის უნივერსიტეტის ვიცე პრეზიდენტი სასწავლო დარგში ნუგზარ სხირტლაძე. ფინალის დაწყებამდე, უნივერსიტეტში არსებულმა ლათინო-ამერიკული ცეკვის კლუბმა გაამხნევა მონაწილეები საცეკვაო ნომრით.

 

კავკასიის უნივერსიტეტის კალათბურთის ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა კავკასიის ტურიზმის სკოლის (CTS) გუნდი „სეტერა“.

 

მეორე ადგილი - კავკასიის უნივერსიტეტის სახელმწიფო მართვის სკოლის (CSG) გუნდმა „BLITZKRIEG”.

 

მესამე ადგილი - კავკასიის უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის (CSB) გუნდმა „ZEGOZEGOZEG”.

 

საპრიზო ადგილზე გასულ სამივე გუნდს გადაეცათ ფულადი ჯილდო და CU-ის ბრენდირებული საჩუქრები. მოგებულ გუნდს გადაეცა CU-ის გარდამავალი თასი.

 

ჩემპიონატის სპონსორი კომპანიები იყვნენ: Coca-Cola Bottlers Georgia.

 

მოთამაშეების და გულშემატკივრების გაფრთიანებაზე იზრუნა ენერგეტიკულმა სასმელმა Red Bull-მა.