თბილისის გო-ს ფედერაციის პრეზიდენტის ვიზიტი CU-ში

18 მარტი 2024

კავკასიის უნივერსიტეტს თბილისის გო-ს ფედერაციის პრეზიდენტი დავით როსტომაშვილი ესტუმრა.

 

მან ისაუბრა უძველესი სამაგიდო თამაშის დაარსების ისტორიასა და წესებს. ბოლოს კი გაიმართა სატესტო თამაში, რომელშიც ყველა მსურველმა მიიღო მონაწილეობა.

 

აღნიშნული შეხვედრა სამაგიდო თამაშების კლუბის ორგანიზებით გაიმართა.