სტუდენტების შეხვედრა კომპანია “TradeUpToWallStreet“ - ის დამფუძნებელ ანო ღლონტთან

1 მარტი 2024

29 თებერვალს, კომპანია “TradeUpToWallStreet“-ის დამფუძნებელი ანო ღლონტი კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა.

 

ანო ღლონტმა სტუდენტებს გააცნო უახლესი ვირტუალური სავაჭრო პლატფორმა TradeAP, რომლის საშუალებითაც სტუდენტებს შეუძლიათ ისწავლონ, შეიძინონ ვაჭრობის სპეციფიკური უნარები და რისკის გარეშე მიიღონ საფონდო ბირჟის რეალური გამოცდილება, ჩაერთონ ერთიან ქსელში და დაამყარონ მნიშვნელოვანი კავშირები მსოფლიოს მასშტაბით. ასევე,შესთავაზა ჩაერთონ შემეცნებით კონკურსში სხვადასხვა ქვეყნის სტუდენტებთან ერთად, სადაც გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან ფულადი პრიზებით.

 

შეხვედრა ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა.