საუბრები ლიბრარეაში - როგორ მდიდრდებოდნენ წარმატებული ქვეყნები

29 მარტი 2023

29 მარტს, კავკასიის უნივერსიტეტის წიგნის მაღაზია “ლიბრარეა“- ში, ნექსუს ასეტ მენეჯმენტის  მმართველი პარტნიორისა და  ფინანსისტის - გიორგი ქადაგიძისა და ქართული ფილოლოგიის პროგრამის სტუდენტის - ლევან კაკლიანის - საჯარო ლექცია გაიმართა თემაზე: „როგორ მდიდრდებოდნენ წარმატებული ქვეყნები“.

საჯარო ლექციაზე განხილული იყო ნიდერლანდების, ირლანდიის, ლუქსემბურგისა და სინგაპურის წარმატების მაგალითები, საქართველოს სამომავლო ეკონომიკური განვითარების გეგმა და ქვეყნის წინაშე არსებული ეკონომიკური გამოწვევები.

 

ლექცია ინტერაქციულ ფორმატში წარიმართა. დამსწრე აუდიტორიას საშუალება ჰქონდა, რომ მათთვის საინტერესო კითხვებზე ამომწურავი პასუხები მიეღოთ.