საუბრები ლიბრარეაში - Gen Z და ქართული რეალობა

8 დეკემბერი 2023

CU-ის სტუდენტური და ორგანიზაციული ღონისძიებების სამსახურის ორგანიზებით, კავკასიის უნივერსიტეტის წიგნის მაღაზია „ლიბრარეა“-ში, საუბრები ლიბრარეას ფარგლებში, გაიმართა შეხვედრა ნიკო ნერგაძესთან. 

 

შეხვედრის მთავარი თემა იყო : Gen Z-ის თანაცხოვრება ქართულ რეალობასთან.

 

შეხვედრა ჩატარდა ინტერაქციულ რეჟიმში, ლექციაზე განიხილეს თანამედროვე და ძველი კულტურის განსხვავებები, კინო, მუსიკა და როგორია დღევანდელ დროში პროტესტის გამოხატვის მექანიზმები.