თბილისის ტური CU-ის საერთაშორისო სტუდენტებისთვის

26 თებერვალი 2024

24 თებერვალს, კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტური და ორგანიზაციული ღონისძიებების სამსახურის ინიციატივით, კავკასიის უნივერსიტეტის საერთაშორისო სტუდენტებისთვის თბილისის ტური გაიმართა, რომელსაც კავკასიის ტურიზმის სკოლის სტუდენტი ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი და კავკასიის უნივერსიტეტის ელჩები უძღვებოდნენ.

 

ტური მიზნად ისახავდა საერთაშორისო სტუდენტებისთვის საქართველოს კულტურის გაცნობასა და თბილისის ყველაზე პოპულარული და ისტორიული ადგილების ჩვენებას.