უნივერსიტეტის კედლებში მიმალული ხელოვნება

18 May 2026

ყოველწლიურად, 18 მაისს, მუზეუმების საერთაშორისო საბჭოს ICOM ინიციატივით აღინიშნება მუზეუმის საერთაშორისო დღე. ამ დღის აღსანიშნავად, გიწვევთ  საგანმანათლებლო ტურზე, რომელიც კავკასიის უნივერსიტეტის სივრცეს სრულიად განსხვავებული პერსპექტივით წარმოგვიდგენს.

 

ღონისძიების ფარგლებში, უნივერსიტეტის დერეფნები გადაიქცევა სიმბოლურ საგამოფენო სივრცედ, სადაც გაეცნობით წარმოდგენილი სურათების მხატვრულ ღირებულებასა და მათი ავტორების შემოქმედებით ისტორიებს.

 

ტური სტუდენტებს მისცემს შესაძლებლობას, ყოველდღიურად ნაცნობ გარემოში აღმოაჩინონ ხელოვნება, დაფიქრდნენ მისი მნიშვნელობის შესახებ და კიდევ ერთხელ გაიაზრონ, რომ ხელოვნება ჩვენთან ერთადაა ხშირად შეუმჩნევლად, მაგრამ მუდმივად.

 

გელით 18 მაისს 15 საათზე, უნივერსიტეტის D სართულზე - ერთად „გავაცოცხლოთ“ უნივერსიტეტის კედლები და აღმოვაჩინოთ ხელოვნება იქ, სადაც მას ყოველდღე ვხვდებით.

 

ტურს გაუძღვებიან კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორები, ICOM წევრები - გურანდა ჭელიძე და ქეთევან მუხიგული.

 

ღონისძიების მხარდამჭერია ICOM საქართველოს ეროვნული კომიტეტი.

 

რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს.