ბიზნეს ვორკშოპი აბიტურიენტებისთვის

13 February 2026

13 თებერვალს, 15:00 საათზე, CU-ის საკონფერენციო დარბაზში ბიზნეს ვორკშოპი ჩატარდება აბიტურიენტებისთვის, რომლებსაც აინტერესებთ ფინანსები, მარკეტინგი, მენეჯმენტი. სურთ აღმოაჩინონ ბიზნესის სამყარო რეალური პრაქტიკული მაგალითებით, გაეცნონ უახლეს ტენდენციებს და გაიღრმაონ ცოდნა.

 

ვორკშოპს წარუძღვებიან კავკასიის ბიზნესის სკოლის დეკანი ელენე ჯღარკავა, CU-ის მოწვეული ლექტორი ლევან შოშიაშვილი და CU-ის აფილირებულ ასოცირებული პროფესორი ანა ელიზაროვა.

 

ღონისძიების მონაწილეებს გადაეცემათ მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატები.

 

მონაწილეობის მსურველებმა გთხოვთ, რომ 10 თებერვლის ჩათვლით გაიაროთ რეგისტრაცია ბმულზე.