საუბრები „ლიბრარეაში“- ფოტოგრაფიული გამოსახულება, როგორც დოკუმენტი

23 February 2026

23 თებერვალს, 14:00 საათზე, კავკასიის უნივერსიტეტის წიგნის მაღაზია “ლიბრარეაში”, საუბრები ლიბრარეას ფარგლებში, გაიმართება შეხვედრა ფოტოგრაფ გურამ წიბახაშვილთან, თემაზე: ფოტოგრაფიული გამოსახულება, როგორც დოკუმენტი.

 

შეხვედრაზე განხილული იქნება, თუ რა ქმნის კარგ გამოსახულებას, როდის შეიქმნა ფოტოგრაფიული გამოსახულება და როგორ განვითარდა, ასევე ის, თუ როგორ ასახავს დღევანდელი გამოსახულება სინამდვილეს.

 

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, რეგისტრაცია გაიაროთ ბმულზე.