CSM-ის საერთაშორისო კონფერენცია

10 November 2016

10 ნოემბერს, 10:00 საათზე, არასამთავრობო ორგანიზაცია „მედიის და კომუნიკაციის საგანმანათლებლო და კვლევითი ცენტრის“ (MCERC) ორგანიზებით და „დოიჩე ველე აკადემიის“ (DW Akademie) დაფინანსებით, კავკასიის მედიის სკოლაში საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება.

 

კონფერენციაში სახელწოდებით „ახალი სტანდარტები და მიდგომები: ჟურნალისტური განათლება, მედიის და მასკომუნიკაციის კვლევები“ მონაწილეობენ საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის მედია სკოლების წარმომადგენლები;

 

კონფერენცია მოიცავს შემდეგ საკითხებს:

 

  • ჟურნალისტური განათლება: სწავლების ახალი მეთოდები და სტანდარტები;
  • ჟურნალისტიკის პროგრამები: გამოცდილების საუკეთესო მაგალითები;
  • აკადემიური განათლება, შრომის ბაზრის მოთხოვნები და დასაქმება;
  • პრაქტიკული გამოცდილების ტრანსფერი სწავლების პროცესში;
  • ჟურნალისტიკის ეთიკა და მედიასამართალი და სხვ.

 

ღონისძიების ფარგლებში გაიმართება მრგვალი მაგიდა, სადაც სამხრეთ კავკასიის სხვადასხვა მედიის სკოლის წარმომადგენლები იმსჯელებენ მედია განათლებაში არსებულ მიღწევებსა და გამოწვევებზე.

 

კონფერენციას გახსნის კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტი კახა შენგელია.

 

კონფერენცია გაიმართება პროფესორ მზია მიქელაძის სახელობის საკონფერენციო დარბაზში.