20 თებერვალს, კავკასიის უნივერსიტეტში გაიმართება ბიზნესის სკოლის მენეჯმენტის ინგლისურენოვანი სადოქტორო პროგრამის სტუდენტის, გურანდა არჩუაძის სადისერტაციო ნაშრომის - "The Core Aspects of Motivation for Middle Managers in the Retail Trade Sector of Georgia" (სამეცნიერო ხელმძღვანელი - ბორის (ბუბა) ლეჟავა, პროფესორი) საჯარო დაცვა.
სადისერტაციო ნაშრომის დაცვა გაიმართება სადისერტაციო კოლეგიის წინაშე, შემდეგი შემადგენლობით:
- ელენე ჯღარკავა, ასოცირებული პროფესორი, ბიზნესის სკოლის დეკანი, კავკასიის უნივერსიტეტი;
- ბორის (ბუბა) ლეჟავა, პროფესორი, ვიცე-პრეზიდენტი კვლევისა და სტრატეგიული განვითარების დარგში, კავკასიის უნივერსიტეტი;
- ეკატერინე ნაცვლიშვილი, აფილირებული, ასოცირებული პროფესორი, ევროპის უნივერსიტეტი;
- თენგიზ თაქთაქიშვილი, ასოცირებული პროფესორი, ბიზნესის სკოლა, კავკასიის უნივერსიტეტი;
- ლილი ბიბილაშვილი, პროფესორი, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი;
დაცვა გაიმართება: 20 თებერვალს 10:00 საათი, საკონფერენციო დარბაზი.
