1-ელ, ივლისს კავკასიის უნივერსიტეტში გაიმართება ბიზნესის სკოლის მენეჯმენტის ინგლისურენოვანი სადოქტორო პროგრამის სტუდენტის, საბა ხერგიანის სადისერტაციო ნაშრომის - „The Impact of Organizational Capabilities and Strategic Orientation toward Digitalization on Performance: The Moderating Role of Sustainability Strategy in Georgian SMEs“ (სამეცნიერო ხელმძღვანელი- როია ანვარი პროფესორი) საჯარო დაცვა.
სადისერტაციო ნაშრომის დაცვა გაიმართება სადისერტაციო კოლეგიის წინაშე, შემდეგი შემადგენლობით:
- ელენე ჯღარკავა, ასოცირებული პროფესორი, ბიზნესის სკოლის დეკანი, კავკასიის უნივერსიტეტი;
- როია ანვარი, ასოცირებული პროფესორი, ბიზნესის ადმინისტრირების დეპარტამენტი ბიზნესის და ადმინისტრაციულ მეცნიერებათა სკოლა, საქართველოს უნივერსიტეტი.
- ვახტანგ ფარცვანია, პროფესორი, ბიზნესის სკოლა, კავკასიის უნივერსიტეტი;
- ეკატერინე ნაცვლიშვილი, აფილირებული, ასოცირებული პროფესორი, ევროპის უნივერსიტეტი;
- თენგიზ თაქთაქიშვილი, ასოცირებული პროფესორი, ბიზნესის სკოლა, კავკასიის უნივერსიტეტი;
დაცვა გაიმართება: 1 ივლისს 12:00 საათი, აუდიტორია C9
