30 ივნისს, კავკასიის უნივერსიტეტში გაიმართება ეკონომიკის სკოლის ეკონომიკის ინგლისურენოვანი სადოქტორო პროგრამის სტუდენტის, ვალიდა ფანცულაიას სადისერტაციო ნაშრომის-„The Effectiveness of Macroprudential Policy in Small Open Economies: Evidence from Panel Local Projections“ (სამეცნიერო ხელმძღვანელი- მარიამ ხარაიშვილი, ასისტენტ-პროფესორი) საჯარო დაცვა.
სადისერტაციო ნაშრომის დაცვა გაიმართება სადისერტაციო კოლეგიის წინაშე, შემდეგი შემადგენლობით:
- ვანო ბენიძე, პროფესორი, ეკონომიკის სკოლა, კავკასიის უნივერსიტეტი;
- მარიამ ხარაიშვილი, ასისტენტ-პროფესორი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ეკონომიკის საერთაშორისო სკოლა (ISET);
- აზერ დილანჩიევი პროფესორი, ეკონომიკის სკოლა, კავკასიის უნივერსიტეტი;
- დავით კეშელავა, ასისტენტ-პროფესორი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ეკონომიკის საერთაშორისო სკოლა (ISET);
- აკაკი ცომაია, პროფესორი, ეკონომიკის სკოლა, კავკასიის უნივერსიტეტი;
დაცვა გაიმართება: 30 ივნისი, 10:00 საათი, აუდიტორია C9.
