„მწვანე ინოვაციები ტურიზმში – ბიზნეს იდეების გამოწვევა“

25 November 2025

გაინტერესებს ტურიზმი, ინოვაციები და მდგრადი განვითარება?


მაშინ შემოგვიერთდი კონკურსში „მწვანე ინოვაციები ტურიზმში – ბიზნეს იდეების გამოწვევა“, რომელიც ჩატარდება კავკასიის უნივერსიტეტის მწვანე ტურიზმის ჰაბში, 25–28 ნოემბერს, ყოველდღე 16:00 საათზე,  ENRICHER-HUBS Erasmus+ პროექტის ფარგლებში.

 

ღონისძიების მიზანია კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტების ჩართვა რეალური ტურიზმის ბიზნესების გამოწვევების გადაჭრაში ინოვაციური და მდგრადი იდეების მეშვეობით.

 

მონაწილეებს ელოდებათ 4-დღიანი Design Sprint, სადაც რეალური ტურიზმის ბიზნესების გამოწვევებზე იმუშავებენ და შექმნიან ინოვაციურ, მდგრად გადაწყვეტილებებს. კონკურსის ბოლოს გუნდები წარადგენენ თავიანთ იდეებს ბიზნესისა და აკადემიური სექტორის წარმომადგენელ ჟიურის წინაშე.

 

მონაწილეობა:

 

  • რეგისტრაცია ინდივიდუალურია;
  • მონაწილეობა შეუძლიათ მხოლოდ კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებს;
  • საერთო რაოდენობა -მინიმუმ 21 სტუდენტი, რომლებიც ორგანიზატორების მიერ დაყოფილნი იქნებიან 3–4 წევრიან ჯგუფებად;
  • პრიორიტეტი მიენიჭებათ ტურიზმის, მასპინძლობისა და ბიზნესის მიმართულების სტუდენტებს.

 

რეგისტრაცია:


გაიარე რეგისტრაცი მითითებულ ბმულზე.


რეგისტრაცია დასრულდება – 15 ნოემბერს, 2025.

 

გამოწვევა:


გუნდები იმუშავებენ რეალური ტურიზმის ბიზნესის მიერ წამოყენებულ ამოცანაზე, რომელიც გამოცხადდება პირველ დღეს.

 

კრიტერიუმები:

 

  • ინოვაციურობა და კრეატიულობა – 30%
  • მდგრადობა და პრაქტიკულობა – 30%
  • პრეზენტაციის ხარისხი – 20%
  • კვლევის სიღრმე – 20%

 

ყველა მონაწილე მიიღებს სერტიფიკატს, ხოლო საუკეთესო გუნდები — სპეციალურ აღიარებებს:

 

  • ყველაზე ინოვაციური გადაწყვეტა;
  • ყველაზე მდგრადი კონცეფცია.